Salam

Salam: თქვენ მარტო არ ხართ! ვაპროტესტებთ ნაადრევ ქორწინებას, ოჯახურ ძალადობას

Facebook გვერდზე "სალამ" გავრცელდა ვიდეო, სადაც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდა აქტივისტები ნაადრევ ქორწინებას, გოგოების მოტაცებას, ოჯახურ ძალადობას აპროტესტებენ. 

"სალამ, ჩვენ მოვედით! თქვეს წინაშე ვართ! ნაადრევი ქორწინება, გოგოების მოტაცება, ოჯახური ძალადობა - ეს ტრადიცია არ არის, ეს კულტურა არ არის. ეს ცუდი ჩვევა, დაავადებაა. თემო, საზოგადოებავ, ამაზე თვალს ნუ დახუჭავ! თუ გაჩუმდები, შენს ოჯახსაც იგივე მოელის! არ გაჩუმდე! უხუცესო, განათლებულო, დაგვიცავი! მხარს ნუ უჭერ ძალადობას, ამ ბინძურ ქმედებას! შენ არ გიხდება! მშობლებო, მიეცით ნება თქვენ გოგოს ისწავლოს. განვითარდეს, იცხოვროს, პროფესიას დაეუფლოს. გოგოებს განათლება მიეცით! გოგოებო, მტკიცედ დადექით! თქვენ მარტო არ ხართ! ჩვენ ერთად ვართ!" - ამბობენ ვიდეომიმართვის მონაწილეები. 

რამდენიმე დღის წინ Facebook გვერდზე "სალამ" გარდაბნის სკოლის მასწავლებლის, ჰამიდ სადიკოვის მხარდამჭერი ვიდეო გამოქვეყნდა. ჩანაწერში ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი უსამართლობის და ნაადრევი ქორწინების გასაპროტესტებლად მოდიან - "ჰამიდ, შენ მარტო არ ხარ... ნუ ეხები მასწავლებელს, სათქმელი თუ გაქვს, მე მითხარი, მე ჰამიდი ვარ, ჩვენც ჰამიდი ვართ".

კომენტარები