ახლო აღმოსავლეთი

ისრაელმა "ისლამური ჯიჰადის" ლიდერი აბუ ალ-ატა გაანადგურა

bbc.com

ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" რამდენიმე ლიდერის ადგილსამყოფელზე ავია იერიშები მიიტანეს. დარტყმები განხორციელდა ღაზას სექტორში და სირიაში. ისრაელის ქმედებას, არაბი ბოევიკების მხრიდან თელ-ავივის მიმართულების რამდენიმე რაკეტა გაუშვეს. 

ისრაელის დაცვის არმიის ცნობით, სამხედრო საჰაერო ძალების მიერ განხორციელებული დაბობმვების შედეგადად საკუთარ სახლში დაიღუპა, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური ჯიჰადის" ლიდერი ბაჰი აბუ ალ-ატა. 

უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ალ-ატა მონაწილეობდა ასობით ტერორისტულ აქტში, რომლის შედეგადაც ათეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის უწყებამ გამოაქვეყნა ადგილზე გადაღებული ფოტოებიც, სადაც ასახულია ტერორისტის საცხოვრებელი, რომელიც დაბომბვის შედეგად ნაწილობრივ ჩამონგრეულია. 

დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" დეკლალირებული მიზანი ისრაელის განადგურება და დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფოს შექმნაა. ორგანიზაცია ტერორისტულად არის მიჩნეული აშშ-სა და ევროკავშირში, ცხადია, ისრაელშიც. ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების ცნობით ორგანიზაციას ირანი აფინანსებს. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ღაზას სექტორის გარდა, ავია იერიში განხორციელდა ორგანიზაციის კიდევ ერთი ლიდერის, აკრამ ალ-აჯურის ადგილსამყოფელზეც. ამ ინფორმაციას სირიის სახელმწიფო მედია SANA ავრცელებს, თუმცა ებრაული მხარე შეტევას ჯერჯერობით არ ადასტურებს. 

სირიის სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, შეტევა დილით ადრე განხორციელდა და მის შედეგად ალ-აჯურის შვილი, მოაზი დაიღუპა. ჯერჯერობით უცნობია, უშუალოდ ალ-აჯურის ბედი. განხორციელებული შეტევებიდან მალევე, პალესტინელების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან დაიწყო სრლები თელ-ავივის მიმართულებით.  მოქალაქეები ალ-ატას ნეშტს ქუჩებში დაატარებენ და სკანდირებენ სიკვდილი ისრაელს. 


ფოტო: bbc.com

ნოემბრის დასაწყისში ჰამასის ბოევიკებმა ისრაელის მიმართულებით 10 რაკეტა გაუშვეს, თუმცა 8 მათგანი ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა გააუნებელყვეს. 

ამ დროისთვის ისრაელის ოფიციალური სტრუქტურები მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და თხოვენ შესაბამისი სიგნალისას თავი შეაფარონ უახლოეს თავშესაფარს. 

 

კომენტარები