რომან პოლანსკი

აქტივისტებმა საფრანგეთში რომან პოლანსკის ფილმის ჩვენება ჩაშალეს

film

პარიზში რომან პოლანსკის ახალი ფილმის J'accuse პრემიერა უნდა შემდგარიყო, თუმცა ფრანგმა აქტივისტებმა სურათის ჩვენება ჩაშალეს. 

8 ნოემბერს, ფრანგმა მსახიობმა ვალენტინ მონიემ გამოცემა PARISIEN-თან ინტერვიუში პოლანსკის მიერ მის გაუპატიურებაზე პირველად ისაუბრა. სწორედ ეს იქცა ფილმის ჩაშლის ერთ-ერთ მიზეზად. აქტივისტებს პლაკატებზე ყველა იმ ქალის სახელი და გვარი ეწერათ ვისზეც რეჟისორს ოდესმე უძალადია. 

პოლანსკი მონიეს ბრალდებას უარჰყოფს. საპროტესტო გამოსვლის პარალელურად, ის სხვა კინოთეატრში ჩატარებულ პრემიერას ესწრებოდა. 

კომენტარები