შინდისი

ჰოლივუდში, აზიური ფილმების ფესტივალზე დიტო ცინცაძემ საუკეთსო რეჟისორის ჯილდო მიღო

GNFC

ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიის ფარგლებში, ჰოლივუდში აზიური ფილმების ფესტივალი ჩატარდა და ქართველმა რეჟისორმა დიტო ცინცაძემ, ფილმისთვის "შინდისი" საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო. ფესტივალზე ის ფილმებია წარმოდგენილი, რომლებიც ოსკარისა და ოქროს გლობუსის ნომინაციებისთვის იბრძვიან. 

დიტო ცინცაძის  "შინდისი" საქართველოს კანდიდატი ფილმია, რომელიც ლოს ანჯელესში ოსკარისა და ოქროს გლობუსის კამპანიაშია ჩართული.

ცინცაძის სურათში "შინდისი" მოთხრობილი ამბავი ნამდვილ ისტორიას ეფუძნება. სიუჟეტი 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს, ვითარდება და არა მხოლოდ ქართველი ჯარისკაცების ოცეულის, არამედ, დასახლება შინდისის მაცხოვრებლების თავგანწირვასა და ადამიანურ ტრაგედიებზე გვიამბობს.

ინფორმაციას, რეჟისორის წარმატების შესახებ, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

კომენტარები