IRI

IRI: ქართული ოცნება - 23%, ოპოზიციური პარტიები - 41%

იმედი

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის მიხედვით, მომვალ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, ქართულ ოცნებას ხმას 23% მისცემდა, ოპოზიციურ პარტიებს კი - ჯამურად 41.

კვლევა, რომელიც საქართველოს მასშტაბით 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა, IRI-იმ დღეს, 19 ნომებერს, გამოაქვეყნა.

პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, პოლიტიკურ პარტიებზე ასე გადანაწილდა (ფრჩხილებში მოცემულია მოსახლეობის ის წილი, რომელიც პარტიას მეორე არჩევნად ასახელებს):

ქართული ოცნება - 23% (3%)

ენმ- 15% (4%)

ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატები - 5% (6%)

ლეიბორისტული პარტია - 5% (4%)

პატრიოტთა ალიანსი - 4% (5%)

სამოქალაქო მოძრაობა - 3% (2%)

ახალი საქართველოსთვის - 2% (3%)

დემოკრატიული მოძრაობა - 2% (3%)

ლელო - 2% (3%)

გირჩი -  1% (1%)

შენების მოძრაობა - 1% (2%)

სხვა - 1% (2%)

არ ვიცი/არ აქვს პახუხი - 32% (60%)

კვლევის ფარგლებში 1500 სრულწლოვანი რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. საველე სამუშაოები 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა. ცდომილების სავარაუდო ზღვარი +- 2.5%-ია.

კომენტარები