And Then We Danced

ფილმმა And Then We Danced გასულ კვირას კიდევ ხუთი ჯილდო მიიღო

 რეჟისორ ლევან აკინის შვედურ-ქართულმა ფილმმა And Then We Danced, გასულ კვირას, მსოფლიოს მასშტაბით, კიდევ 5 ჯილდო მოიპოვა. 

სევილიის კინოფესტივალზე - ჯილდო მაყურებლის რჩეული ფილმისა და საუკეთესო LGBT+ ფილმისთვის  And Then We Danced-მა მიიღო. მადრიდის LGBT+ ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე Lesgaicinemad, ლევან გელბახიანმა საუკეთესო მსახიობი კაცის ჯილდო დაიმსახურა. იმავე ფესტივალზე ლევან აკინის სურათი წლის საუკეთესო ფილმად დასახელდა და მაყურებელმა ის თავის რჩეულ ფილმად დაასახელა. 

ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება. ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები.

კომენტარები