კრიმინალი

სპორტის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს

Getty Images

სპორტის სასახლესთან მამაკაცი დაჭრეს. მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად მძიმეა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ტაბულას უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ, საუბარია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაზე, რომელიც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

შსს სხვა კითხვებს არ პასუხობს. დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.

კომენტარები