რუსეთი

რუსული ავიახაზები საქართველოში ფრენების აკრძალვის გამო $50 მლნ. ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

ურალის ავიახაზები

რუსულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენების აკრძალვის შედეგად 3.2 მილიარდი რუბლის ($50 მილიონი) ზარალი მიიღეს და ანაზღაურებას ითხოვენ.

ყველაზე მეტი ზარალი ურალის ავიახაზებმა ნახა. მან დაახლოებით 1.2-1.3 მილიარდი რუბლი (18-დან 20 მილიონ აშშ დოლარამდე) შეადგინა. აეროფლოტმა და S7-მა კი 700 მილიონ რუბლამდე ($10 მილიონი) ზარალი მიიღეს. 400 მილიონი რუბლი ($6 მილიონი) დაკარგა Pobeda-მ, Red Wings-მა 120 მილიონი რუბლი ($1.8 მილიონი), smartavia-მ კი 100 მილიონი რუბლი ($1.5 მილიონი) დაკარგეს.

მათ ეს რიცხვები რუსეთის ტრანსპორტის ფედერაციას წარუდგინეს.

პუტინმა საქართველოში პირდაპირი ფრენები ივნისში გავრილოვის ვიზიტის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მიიღო. ფრენების აკრძალვა ძალაში 8 ივლისს შევიდა. რუსეთის მთავრობა ავიაკომპანიებს ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდა, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით ნაბიჯები არ გადადგმულა.

"ჩვენ არ გვაქვს მოლოდინი, რომ კომპენსაციას მივიღებთ. ეს დაპირება არ შესრულდება." ციტირებს Vedomosti 3 ავიაკომპანიის თანამშრომლებს. ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენლებს კი მიაჩნიათ, რომ მთავრობა ამ საკითხს გააჭიანურებს, სანამ პირდაპირი ფრენები არ აღდგება და შემდეგ ამ თემის დავიწყებას შეეცდება. ავიაკომპანიების წარმომადგენლება ანონიმურად დარჩენა ისურვეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ფრენების აღდგენას მხარი დაუჭირა, უცნობია კონკრეტულად როდის იგეგმება ამ ნაბიჯის გადადგმა.

რუსულ ავიაკომპანიების პრობლემას ისიც ამწვავებს, რომ მათ საწვავზე ფასები 2018 წელს პრეზიდენტის გადაწყვეყილების შედეგად გაეზარდათ.

 

კომენტარები