უბედური შემთხვევა

სოფელ გრემში, სახლში გაჩენილ ხანძარს მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა

რადიო თავისუფლება

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ოჯახის კიდევ სამი წევრი სხეულის დამწვრობებით თელავის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც შსს-ში ტაბულას უთხრეს, ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი. გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს ცეცხლთან ან სხვა საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელ მოპყრობას, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო დანაყოფები.

კომენტარები