რუსეთი

ახალგაზრდა რუსების 53%-ს საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასვლა სურს

Igor Ivanko

ლევადა ცენტრის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის ინფორმაციით, 18-დან 24 წლამდე რუსების 53%-ს სხვა ქვეყნაში ცხოვრება სურს. უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

25-დან 39 წლამდე რუსების 30%-ს ქვეყნის დატოვება სურს, ხოლო ყველა ასაკობრივ ჯგუფში კი რუსების 21%-ს სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გადასვლა უნდა.

სხვა ქვეყანაში წასვლის მიზეზად რესპოდენტები ძირითადად მათი შვილების მომავალს (45%), ეკონომიკას (40%), რუსეთის პოლიტიკურ სიტუაციას (33%) და საზღვარგარეთ ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას (35%) ასახელებდნენ. 

"ახალგაზრდები სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებულ განვითარების მოდელს სერიოზულად არ აღიქვამენ, ამავდროულად, ისინი უფროსი თაობის მსგავსად დამკვიდრებულები არ არიან," - თქვა ლევადა ცენტრის სოციოლოგმა სტეფან გონჩაროვმა.

კვლევა 26 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე ჩატარდა და მასში რუსეთის 50 რეგიონიდან 1 601 18 წლის და უფროსი მოქალაქე გამოკითხა.

კომენტარები