აზერბაიჯანი

მედია: მმართველი პარტია ალიევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას სთხოვს

dw.com

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით აზერბაიჯანის მმართველმა პარტიამ "ახალი აზერბაიჯანი" პარლამენტის დაშლის ინიცირება გადაწყვიტა. ინფორმაციას ინტერნეტ პორტალი Haqqin.az ავრცელებს და წყაროდ პარტიის წარმომადგენლები მოჰყავს, რომლებსაც, გამოცემის მიხედვით, მიაჩნიატ, რომ პარლამენტის ამჟამინდელი შემადგენლობა შეუთავსებელია სახელმწიფოს მეთაურის პოლიტიკასთან.

"ახალი აზერბაიჯანი" აპირებს ილჰამ ალიევს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თხოვნით მიმართოს.

კომენტარები