ივანიშვილის ინტერვიუ

გახარია: ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს

შსს

ჩემთვის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ბიძინა ივანიშვილმა აბსოლუტურად გულწრფელად, ღიად უპასუხა საზოგადოებაში დაგროვილ კითხვებს, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ. 

გახარიას თქმით, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ხაზგასმა იმისა, რამდენად რთულია დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცედურების სრული დაცვით ქვეყნის წარმატებულად მართვა. მისივე თქმით, ეს გამოწვევა და ვალდებულებაა, რომელიც მთავრობამ უნდა შეასრულოს. 

"მარტივია ქვეყნის მართვა, როდესაც შენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს იყენებ უკანონოდ, ძალადობრივად. რთულია ქვეყნის მართვა, როდესაც აბსოლუტურად დემოკრატიულ, თავისუფალ გარემოში, სადაც მედია სრულად თავისუფალია, გამოხატვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება, სადაც ისეთი დოზის დემოკრატია და გამოხატვის თავისუფლება გვაქვს, რომ ზოგიერთები პარლამენტის შტურმს, ბლოკირებას გამოხატვის თავისუფლებად აღიქვამენ. ეს იყო ჩემთვის ძირითადად გასაგები. ის მიზანი, რომელიც ჩვენ ინტერვიუში დავინახეთ, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია და ეს არის ის, რა მიმართულებითაც ჩვენ ვმუშაობთ"- ამბობს გიორგი გახარია. 

კომენტარები