ლაშა ჩხარტიშვილი

"გაბედეს" წევრებს მანდატურებმა საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვის უფლება არ მისცეს

მთავარი

მოძრაობა "გაბედეს" წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ლობიოს დათესვას ცდილობენ, რისი საშუალებაც მანდატურებმა მათ არ მისცეს. საბოლოოდ აქტივისტებმა ლობიო ეზოს გარეთ დათესეს.

ამ ფორმით ისინი ლეიბორისტული პარტიის წევრის ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას აპროტესტებენ. რომელიც 29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე ლობიოს აყრისთვის დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. 

შეაყარე ოცნებას ლობიო - ამ ლოზუნგით ქართული ოცნების ოფისთან მოძრაობა გაბედეს და არასამთავრობო ორგანიზაცია "უფლებადამცველთა ასოციაციის" წევრებმა დღეს დილით გამართეს, სადაც 41 მარცვალი ლობიო ჰაერში აყარეს და ჩხარტიშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. 

.......

ლაშა ჩხარტიშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წარდგენილი, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჩხარტიშვილის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. თავად ჩხარტიშვილი პროცესს არ ესწრებოდა, რადგან მანამდე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და დარბაზიდან გააძევა. საქმე იმაშია, რომ ჩხარტიშვილმა მოსამართლის აცილება მოითხოვა, ვინაიდან მიაჩნია, რომ ფილიშვილი აქციის მონაწილეთა მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ფილიშვილმა 3-დან 13 დღემდე პატიმრობა შეუფარდა 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ პირებსაც.

29 ნოემბერს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე ჩხარტიშვილის გარდა კიდევ 5 ადამიანი დააკავეს.

ეროვნულ ბიბლიოთეკასთან, სადაც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი ღონისძიებას მართავდა, პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. თეა წულუკიანმა შენობაში შესვლა პოლიციის კორდონის გავლით შეძლო. შენობა იუსტიციის მინსიტრმა შეძახილების ფონზე "მონა" დატოვა.

კომენტარები