ძალიან დიდი დრო არ არის გასული იქიდან, როდესაც ქალები ხმის მიცემის უფლებას ითხოვდნენ და ამისთვის აქტიურად იბრძოდნენ.
უმეტეს ქვეყნებში, ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება მეოცე საუკუნეში მიეცათ, მხოლოდ რამდენიმე ქვეყანა არსებობს, სადაც ეს მანამდე მოხდა. ამიტომ, მეოცე საუკუნეში მსოფლიოს გარშემო და უფრო მეტად ევროპაში, შეიქმნა პოსტერები რომლებშიც წარმოჩენილია რა საშიშია საარჩევნო უფლებისთვის მებრძოლი ქალი.