ზელიმხან ხანგოშვილი

МИД: ხანგოშვილის მკვლელობაზე გერმანიის არამეგობრულ და უსაფუძვლო საქციელს პასუხს გავცემთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით გერმანიის მიერ ორი რუსი დიპლომატის გაძევებას რუსეთი პასუხს გასცემდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო მედია სააგენტოები ავრცელებენ.

რუსეთმა გერმანიის საქციელს "არამეგობრული და უსაფუძვლო" უწოდა. 

"გამოძიებასთან დაკავშირებით პოლიტიზირებული მიდგომა მიუღებელია. ჩვენ იძულებულნი ვართ სხვადასხვა საპასუხო ზომები მივიღოთ," - განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

რუსი დეპუტატი დმიტრი ნოიკოლიც გამოეხმაურა გერმანიის მიერ რუსი დიპლომატების გაძევებას და თქვა, რომ მოსკოვიც ასე მოიქცეოდა. 

ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა უსაფუძვლო უწოდა ეჭვებს რუსეთის ჩართულობაზე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში - "გაუგებარია, რა კავშირი აქვს მომხდართან რუსეთის ხელისუფლებას?"

კრემლი ამ დრომდე უარყოფს რუსეთის მთავრობის ჩართულობას საქართველოს მოქალაქის მკვლელობაში.

დღეს რუსი დიპლომატები გერმანიის ტერიტორიაზე პერსონა ნონ გრატად გამოაცხდეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს გერმანიის მხრიდან გადადგმული პირველი ნაბიჯია. დიპლომატების გაძევების მიზეზი რუსული მხარის ინერტულობაა. გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა არაერთხელ მიმართეს რუსულ მხარეს კითხვებით და ჩართულობის თხოვნით, თუმცა რუსებს ამაზე რეაქცია არ ჰქონიათ. 

ამავდროულად, გერმანიის საგარეო უწყების პრესსამსახურში ამბობენ, რომ რუსეთის ინერტულობის შემთხვევაში გერმანია უფლებას იტოვებს მიიღოს სადამსჯელო ზომები.

უფრო მეტი ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გაიგეთ აქ.

კომენტარები