ქართული ოცნება

6 დეკემბერს, 11:00-ზე, "ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

6 დეკემბერს, 11.00 საათზე, პოლიტიკური გაერთიანება ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება. მას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. განხილვის მთავარი თემა სრულად მაჟორიტარული სისტემა იქნება.

4 დეკემბერს მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი დაარეგისტრირა, რომლის მიზანი 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარებაა. დიმიტრი ხუნდაძის მტკიცებით, კანონპროექტის ინიცირებაზე უმრავლესობასთან ვერ თანხმდება და ხალხის მხარდაჭერის იმედი აქვს. მისი თქმით, უმრავლესობის ლიდერსა და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართული შეხვედრა "დაძაბული" იყო, რადგან მამუკა მდინარაძე და ანრი ოხანაშვილი კანონპროექტის ინიცირებას მხარს არ უჭერენ.

კომენტარები