24 ბინის ქურდობა

შსს: დავაკავეთ ორი პირი, რომლებმაც ბოლო სამ თვეში 24 ბინა გაქურდეს

REUTERS

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით ორი პირი დაკავეს, რომელბმაც ბოლო სამი თვის განმავლობაში 24 ბინა გაქურდეს. 

უწყების ინფორმაციითვე, 1981 წელს დაბადებული ა. კ. და 1984 წელს დაბადებული ა. ტ. იმ დროს დააკავეს, როდესაც ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ კორპუსში გაქურდული 8 ბინიდან მოპარულ ნივთებს ავტომანქანაში ტვირთავდნენ.

"პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღო ა. კ.-ს კუთვნილი, რენჯ როვერი და ნაქურდალი ნივთები. ასევე, ამოღებულია კარის გასაღები ხელსაწყოები. სამართალდამცველებმა დაკავებულების სახლებში  ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს, დანარჩენი ნივთების ძებნა - ამოღების მიზნით ტარდება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებები." - წერია შსს-ს განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ორივე დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულებს. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ  ქურდობის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3  ნაწილის  "ა" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები