ზაზა ურუშაძე

რეჟისორი ზაზა ურუშაძე გარდაიცვალა

kvira.ge

კინორეჟისორი და სცენარისტი, ზაზა ურუშაძე 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. 

ზაზა ურუშაძე 2013 წლიდან საქართველოს კინომატოგრაფისტთა თავმჯდომარე იყო. 

ზაზა ურუშაძეს გადაღებული აქვს ფილმები- "მანდარინები", "ბოლო გასეირნება", "დარჩი ჩემთან", "სამი სახლი", "აქ თენდება", "მათთვის, ვინც მამამ მიატოვა". ასევე, სერიალი "ცხელი ძაღლი".

2013 წელს ზაზა ურუშაძის მიერ გადაღებული ფილმი, "მანდარინები" ოქროს გლობუსის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ჯილდოზე იყო ნომინირებული. ასევე, "მანდარინები" ნომინირებული იყო ოსკარის საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში.

ტაბულას გუნდი მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს ოჯახს.

კომენტარები