საპენსიო რეფორმა

"ვილოცებ, რომ საპენსიო რეფორმა წარმატებით გაგრძელდეს" - სურგულაძე თანამდებობას ტოვებს

0 კომენტარი
ფოტო: bm.ge

საპენსიო სააგენტოს დირექტორი, ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. 

მან დღეს ჟურნალისტებთან საუბარში დაადასტურა, რომ გადადგომის მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს განცხადებით უკვე მიმართა. 

„სამეთვალყურეო საბჭოს მივმართე თხოვნით, ვინაიდან საპენსიო სააგენტო ფუნქციონირებს გამართულად, ყველა პროცესი დალაგებულია, თუ შესაძლებელი იქნებოდა, რომ მე 16 იანვრიდან დამეტოვებინა ჩემი თანამდებობა. ეს იყო დაახლოებით, ერთი კვირის წინ. სამეთვალყურეო საბჭო კანონის თანახმად, ამ განცხადებას განიხილავს და მიიღებს გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, თუ სამეთვალყურეო საბჭო მიიჩნევს, რომ მე რაღაცა პერიოდი უნდა დავრჩე თანამდებობაზე, არც ეს იქნება პრობლემა. რა თქმა უნდა, რეფორმის უპრეცედენტო მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამას მე დავეთანხმები", - თქვა სურგულაძემ. 

კითხვაზე, ხომ არ შეარყევს საპენსიო რეფორმის მიმართ ნდობას მისი თანამდებობიდან წასვლა, სურგულაძემ უპასუხა: 

“რეფორმასთან დაკავშირებით თავიდან ისმოდა კითხვები. ჩვენმა სააგენტომ იმუშავა ძალიან ბევრი და კარგად და დღეს ეს ნეგატივი ასე თუ ისე არის ნიველირებული. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ გაცილებით ნაკლებმა ადამიანმა დატოვა საპენსიო სქემა, ვიდრე ვინმე ელოდა. შესაბამისად, ეს ნდობა ჩვენ გარკვეულწილად მოვიპოვეთ. რეფორმა მიმდინარეობს წარმატებით და ის გაგრძელდება წარმატებით, მე დარწმუნებული ვარ ამაში, მე ამის შესახებ ვილოცებ ყოველთვის. მე ვიქნები მორალურად ჩემი გუნდის გვერდით მორალურად”,- თქვა მან.

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე 2018 წლის წლის სექტემბერში დაინიშნა.

2011 წლიდან2018 წლამდე ის საქართველოს რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი იყო, ამავდროულად იკავებდა სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტს საქართველოს ერთერთ მსხვილ ჰოლდინგურ კომპანია "კავკასიის ბიზნეს ჯგუფში."

სურგულაძის თანამდებობრივი სარგო/ხელფასი თვეში დაახლოებით 15 000 ლარი იყო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები