თბილისის ზოოპარკი

ბობი და ნე - თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ბინადრობდნენ [video]

0 კომენტარი

საქართველოს ეროვნულმა არქივმა 1962 წელს გადაღებული კადრები გაავრცელა, რომელიც გვარწმუნებს, რომ თბილისის ზოოპარკში ჟირაფები ბინადრობდნენ.

ეროვნული არქივის მიერ გავცელებული ვიდეოს მიხედვით, ჟირაფებს სახელები ბობი და ნე იყო.

კადრები რეჟისორ გივი მონავარდიშვილს ეკუთვნის და საქართველოს ეროვნულ არქივშია დაცული.

ცოტა ხნის წინ, ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, თბილისის ახალ ზოოპარკში ჟირაფები კვლავ დაიდებენ ბინას. ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე აფრიკის ექსპოზიცია დაახლოებით 10 ჰექტარს დაიკავებს. ზოოპარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ სივრცეში ჰიპოპოტამი, მარტორქა, ზებრები, სხვადასხვა სახეობის ანტილოპები და ჟირაფები დაიდებენ ბინას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ტექნიკის მაღაზიიდან მობილურების და ფულის მოპარვისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (VIDEO)

კომენტარები