აქცია ოცნების ოფისთან

"ოცნების" ოფისთან უმრავლესობის სხდომის პარალელურად აქცია მიმდინარეობს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან უმრავლესობის სხდომის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

"ოცნების" ოფისთან მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტები არიან შეკრებილები.

აქციის მონაწილეები მმართველი გუნდის სხდომაზე მედიის წარმომადგენლების დასწრებას ითხოვენ.

"ეს არის სპექტაკლი", - ასე აფასებენ საპროტესტო აქციის მონაწილეები "ოცნების" ოფისში მიმდინარე მოლაპარაკებებს.

როგორც ცნობილია, უმრავლესობის სხდომას პარტიის თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

დააკავეს პირი, რომელმაც დიდ დიღომში ქალი ყელის არეში ცივი იარაღით დაჭრა

კომენტარები