პირდაპირი უცხოური ინვესტიციები

10 ქვეყანა, საიდანაც ყველაზე მეტი ინვესტიცია შემოვიდა

კასპერ პემპელი / REUTERS

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2019 წლის მესამე კვარტლის პირდაპირი ინვესტიციების სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, წინა წლის მესამე კვარტალთან შედარებით ინვესტიციების ზრდამ 13,7% შედგინა. 

წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში FDI-ის რაოდენობამ 417.3 მილიონი დოლარი შედგინა. უწყების ინფორმაციით, წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. 

ქვეყნების ათეული, საიდანაც წლის მესამე კვარტალში ყველაზე მეტი ინვესტიციები შემოვიდა, შემდეგნაირად გამოიყურება:

  • გაერთიანებული სამეფო — $78.4 მილიონი;
  • ნიდერლანდები — $68.3 მილიონი;
  • თურქეთი — $43.1 მილიონი;
  • ჩინეთი — $030.1 მილიონი;
  • აშშ — $25.1 მილიონი;
  • იაპონია — $16.2 მილიონი;
  • პანამა — $15.7 მილიონი;
  • რუსეთი — $15.1 მილიონი;
  • დანია — $14.7 მილიონი;
  • ჩეხეთი — $13.1 მილიონი. 

2018 წლის პირველ სამ კვარტალთან შედარებით ინვესტიციები, დაახლოებით, 20%-ით არის შემცირებული. 

თუ 2018 წლის სამ კვარტალში ინვესტიციების რაოდენობამ მილიარდ დოლარს გადააჭარბა და 1,09 მილიარდი დოლარი შედგინა, წელს იგივე მაჩვენებელი 908,9 მილიონი დოლარია. ნომინალურ გამოსახვაში კლება, დაახლოებით, 185 მილიონი დოლარია. 

კომენტარები