Vetements

VETEMENTS ვარსკვლავური ომებით შთაგონებულ ლიმიტირებულ კოლექციას გამოუშვებს

VETEMENTS

VETEMENTS ვარსკვლავური ომებით შთაგონებულ ლიმიტირებულ კოლექციას გამოუშვებს - ამის შესახებ მოდის სახლმა დღეს დაანონსა.

კოლექციაში სულ ქალისა და კაცის 44 ნივთი იქნება: ლოგოიანი მაისურები, დიდი ზომის ჯემპრები, წინდები, ქუდები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები.

ლიმიტირებული კოლექცია გაყიდვაში 16 დეკემბრიდან ჩაეშვება.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად VETEMENTS-ის ხელმძღვანელი გურამ გვასალიაა. მისმა ძმამ და ყოფილმა კრეატიულმა დირექტორმა დემნა გვასალიამ ბრენდი სექტემბერში დატოვა.

კომენტარები