საოკუპაციო რეჟიმის მიერ 7 დეკემბერს დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე თავისუფალია. ამის შესახებ ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრები საქართველოს ოთხი მოქალაქე 7 დეკემბერს დააკავეს.
თავდაპირველად ერთერთი მათგანი, უკანონოდ დაკავებული არასრულწლოვანი, გაათავისუფლეს.
სუს-ში განაცხადეს, რომ კასპის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლების უკანონო დაკავების ფაქტზე, გააქტიურდა ცხელი ხაზი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) ინფორმაცია მიაწოდეს.