საქართველოს პარლამენტი

ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების პიკეტის გამო, კობა კობალაძე პარლამენტში 07:37-ზე მივიდა

ტაბულა

ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტების დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა.

ამ წუთებში ოპოზიციის და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტთან არიან შეკრებილები. ისინი აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს. 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 09:30-ზეა ჩანიშნული. პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის. ასევე, საპროცედურო კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. ეს სხდომაც 09:30 საათზე გაიმართება. ორივე საკითხი კომიტეტების შემდეგ, პლენარულ სესიაზე გავა. 

კომენტარები