საპროტესტო აქცია პარლამენტთან

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 16 პირი დააკავა

ტაბულა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 16 მოქალაქე დააკავა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის დააკავა.

დაკავებულთა შორის არიან პარტია ახალი საქართველოს ლიდერი, გიორგი ვაშაძეცაა, რომელიც ქვეითთა გადასასვლელზე სიარულის გამო დააკავეს, ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრი, ირაკლი კუპრაძე.

ოპოზიცია და "სირცხვილია" პარლამენტთან აქციას დილიდან მართავს. აქტივისტები აცხადებენ, რომ უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეების დანიშვნას მაქსიმალურად შეუშლიან ხელს.

დაგეგმილი პიკეტის გამო, ქართული ოცნების დეპუტატებმა კომიტეტის სხდომამდე ორი საათით ადრე დაიწყეს პარლამენტში მისვლა. გლდანის მაჟორიტარი კობა კობალაძე შენობაში 07:37-ზე შევიდა. სირცხვილის დერეფანში მოუწიათ გავლა დეპუტატებს - ენძელა მაჭავარიანს და გიგა გულორდავას.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა 09:30-ზეა ჩანიშნული. პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს უყრის. ასევე, საპროცედურო კომიტეტი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნიკა მელიას სადეპუტატო უფლებამოსილების შეჩერების საკითხზეც იმსჯელებს. ეს სხდომაც 09:30 საათზე გაიმართება. ორივე საკითხი კომიტეტების შემდეგ, პლენარულ სესიაზე გავა. 

კომენტარები