სასამართლო სისტემა

"გაბედეს" აქტივისტებმა პარლამენტთან მოსამართლეების ფოტოებით მორთული ნაძვის ხე მიიტანეს

ტაბულა

მოძრაობა "გაბედეს" აქტივისტებმა, პარლამენტთან უზენაესი სასამართლოს კანდიდატების ფოტოებით მორთული ნაძვის ხე მიიტანეს. 

აქტივისტების თქმით, ნაძვის ხეც და სათამაშოებიც პოლიტიკურ მოცემულობას განასახიერებს. მათი თქმით ამ შემთხვევაში, ეს კონკრეტული კანდიდატები არიან ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების სათამაშოები. 

"ეს პერფორმანსი მშვიდობიანი გამოხატვაა იმის, რა ფორმაშიც სასამართლო სისტემა ჰყავს ივანიშვილს ოზურპირებული. ეს ადამიანები წინა ხელისუფლების დროსაც და ახლაც, სათამაშოები არიან" - ამბობს "გაბედეს" ერთ-ერთი აქტივისტი ბექა ნათელაშვილი. 

დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭი უყარა და 20-დან 14 კანდიდატს მხარი დაუჭირა.

მიუხედავად ზოგიერთი დეპუტატის წინააღმდეგობისა და მოწოდებისა, არ ჩატარდეს კენჭისყრა, ვინაიდან ის უკანონოა, პროცედურა მაინც ჩატარდა, ხმაურის და პროტესტის ფონზე.

კომიტეტის კენჭისყრა გავლენას ვერ ახდენს იმაზე, თუ ვინ წარსდგება პლენარულ სხდომაზე - პარლამენტი კენჭს 19-ვე კანდიდატს მაინც უყრის, თუმცა, იურიდიულ კომიტეტზე მიღებული გადაწყვეტილება გამოკვეთს, საბოლოოდ ვის მხარდაჭერას აპირებს მმართველი გუნდი.

პლენარულ სხდომაზე კენჭისყრა დღესვე გაიმართება. 

კომენტარები