აშშ-თურქეთი

აშშ-ის სენატის კომიტეტმა თურქეთისათვის სანქციების დაწესების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

dailypolitical.com

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათან კომიტეტმა 18 ხმით 4-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა თურქეთისათვის სირიაში სამხედრო ოპერაციის და რუსული S-400 ტიპის სარაკეტო სისტემების შეძენის გამო სანქციების დაწესების კანონპროექტს.

ახლა კანონპროექტს სახელწოდებით "ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ხელშეწყობის და ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აღზევებისათვის ხელის შეშლის 2019 წელის აქტი" კენჭს სენატი უყრის.

სენატორთან იმ ნაწილს, ვინც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა მიაჩნიათ, რომ ეს პრეზიდენტის ძალას შეასუსტებს და რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებებში ხელს შეუშლის.

თურქეთში კი ამბობენ, რომ ამერიკის სანქციები რუსული S-400-ების შეძენას ხელს არ შეუშლის. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში კონგრესის გადაწყვეტილებას ეროვნულ უსაფრთხოებაზე მათი სუვერენული გადაწყვეტილებების უპატივცემულობა უწოდეს.

ძალაში შესვლისათვის კანონპროექტს მხარი კონგრესის წარმომადგენელთა პალატამაც უნდა დაუჭიროს, სადაც თურქეთისათვის სანქციების დაწესების კიდევ ერთ კონპროექტს ოქტომბერში უყარეს კენჭი და 403 ხმით 16-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. საბოლოოდ მას ხელი დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.

ლონდონში NATO-ს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად, აშშ-ში თურქეთისთვის რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის გამო სანქციების დაწესებას განიხილავდნენ.

რუსეთისა და თურქეთის შეთანხმება აშშ-ის 2017 წელს მიღებულ სანქციების კანონს (CAATSA/პასუხი ამერიკის მოწინააღმდეგეებს სანქციების აქტის მეშვეობით) არღვევს, რითაც ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან სამხედრო სფეროში ბიზნესს აწარმოებენ, სანქციები ეკისრებათ.

რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აშშ-მა თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან მოხსნა. 

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას.

მიუხედავად NATO-ს მოკავშირეების წინააღმდეგობია, თურქეთი რუსეთთან S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მუშაობს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა, შესაძლოა ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ალტერნატიული რუსული თვითმფრინავები შეიძინოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

კომენტარები