ნიკა მელიას საქმე

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი, ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს

reginfo.ge

88 მომხრე, 0 - წინააღმდეგი, ნიკა მელიას უფლებამოსილება შეუწყვიტეს. დეპუტატებმა - გია ჟორჟოლიანმა, მირიან წიკლაურმა, ეკა ბესელიამ და კახა ოქრიაშვილმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს. ისინი სხდომას ესწრებოდნენ.

დადგენილება ძალაში შევიდა მიღებისთანავე. პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა. 

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

კომენტარები