თიკო ერაძე ტაბულა

ტაბულას ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლაზე შსს-მ გამოძიება ჩივილის შემდეგ დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტაბულას ჟურნალისტ თიკო ერაძისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება ჩივილის შემდეგ დაიწყო. 

გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლას გულისხმობს. 

ჟურნალისტი მოითხოვდა, რომ გამოძიება ორი მუხლით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლასა და ფიზიკური ძალადობის მუხლებით დაწყებულიყო. 

თიკო ერაძე კომიტეტის სხდომათა დარბაზიდან ძალის გამოყენებით პარლამენტის მანდატურმა, ალექსანდრე ყაველაშვილმა, ასევე პარლამენტის დაცვის უფროსმა, თორნიკე ჯანელიძემ გაიყვანეს.

ეკა ბესელიამ ერაძის მიმართ ეს ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად შეაფასა.

მომხდარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოც გამოეხმაურნენ და მანდატურის და დაცვის სამსახურის ქმედებები დაგმეს.

კომენტარები