12 დეკემბრის აქციაზე დაკავებულები

12 დეკემბერს აქციაზე დაკავებულების ნაწილის სასამართლო პროცესი დღეს იმართება

ტაბულა

12 დეკემბერს პარლამენტის წინ 16 დაკავებული პირიდან 10-ის სასამართლო პროცესი დღეს იმართება, დანარჩენების კი 24 დეკემბერს ჩაინიშნა. მოსამართლეები ვალერიან ფილიშვილი და ნათია მერაბიშვილი იქნებიან. 

შეგახსენებთ, რომ აქციაზე პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტების გარდა ოპოზიციის წარმომადგენლების დააკავა. გამოძიება პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმანი ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს. 

"მე პოლიციას ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი: დაეცვათ კანონი და ემოქმედათ კანონის შესაბამისად. როგორც ჩანს, დილის 8 საათიდან უკვე იყო დავალება მიცემული, რომ პოლიციას უშუალოდ მე უნდა დავეკავებინე, რადგან ეს რამდენჯერმე სცადეს" - თქვა "ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "ტელეკომპანია პირველთან."

"პროცესი იყო ძალიან უცნაური, ვერ მივხვდით, ჩვენ გვასამართლებდნენ თუ ვალერიან ფილიშვილს. ქართული ოცნების პოსტების გამზიარებელი მოსამართლე დღეს განსაზღვრავს იმ ადამიანების ბედს, რომლებიც აკრიტიკებენ ამ სასამართლო სისტემას. ეს არის ფარსი"- აღნიშნავს "ლელოს" წევრი ირაკლი კუპრაძე. 

კომენტარები