ქართული ოცნების აქცია

ქართული ოცნების აქციის მიმდინარეობისას თავისუფლების მეტროში ჩასვლა შეიზღუდა [Video]

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

თავისუფლების მოედანზე ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქციის მიმდინარეობისას თავისუფლების მოედნის მეტროში ჩასვლა შეიზღუდა. ხალხმრავლობის გამო შეიქმნა რიგები. მეტროსადგურის მუშაობა ამჟამად აღდგენილია.

მერიაში მიზეზად მგზავრთა დიდი ნაკადი დაასახელეს და თქვეს, რომ სადგურის მუშაობა არ შეჩერებულა და მატარებლები მოძრაობდნენ, თუმცა მგზავრთა ნაკადის დარეგულირება გახდა საჭირო.

ქართული ოცნების მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარედ გახდომას ეძღვნება, რომლის როტაციაც ანბანის მიხედვით ყოველ 6 თვეში ხდება. აქციაზე დასასწრებად მოქალაქეები ორგანიზებულად ჩამოიყვანეს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პროკურატურა: ნაცემი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა

კომენტარები