ერეკლე კუხიანიძე

დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ! - ხვალ საკრებულოსთან აქცია გაიმართება

"დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ", - სამოქალქო მოძრაობა ხვალ, 16 დეკემბერს, 12 საათზე, საკრებულოსთან აქციას გამართავს.

აქციის მოთხოვნაა, საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარე ერეკლე კუხიანიძემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს "ღრმა ფსიქიკური აშლილობის" დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ "ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად" მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს "ფიზიკურად შეეხო - ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია".

კომენტარები