მედია მედიის დასაცავად

"მედია მედიის დასაცავად" - 21 დეკემბერს 4 საათზე პარლამენტის წინ აქცია იმართება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

"მედია მედიის დასაცავად" - 21 დეკემბერს, შაბათს, 16:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის წინ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ორგანიზებით საპროტექსტო აქცია გაიმართება.

აქციაზე მედიის წარმომადგენლები ბოლო პერიოდში მომრავლებულ ხელშეშლის ფაქტებს გააპროტესტებენ და ხელისუფლებას ამ ფაქტებზე სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

"ქარტიის დაკვირვებით, ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობებსა და ხელშეშლაზე ხელისუფლების რეაქცია არ არის სათანადო. ხშირად ზეწოლის ფაქტებზე დაწყებული გამოძიება ფორმალურ სახეს ატარებს და არ მიმდინარეობს კანონით დადგენილი წესით და შესაბამისი კვალიფიკაციით. არცთუ იშვიათად მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები თავად ახდენენ მედიაზე ძალადობის წახალისებას.

ბოლო პერიოდში ასეთი მრავალი ფაქტი დაგროვდა: თბილისის საკრებულოს შენობიდან და პარლამენტის კომიტეტიდან მედიის წარმომადგენლების გამოძევება, ქუჩებში - აქციებზე მომუშავე ჟურნალისტებზე თავდასხმა, პოლიტიკოსების მხრიდან შეურაცხყოფის ფაქტების მომრავლება, საჯარო ინფორმაციის მიღების გართულება, აჭარის ტელევიზიაში განვითარებული მოვლენები და ა.შ.

აქციის დღეს, 21 დეკემბერს 6 თვე სრულდება ე.წ “გავრილოვის ღამის” საპროტესტო აქციის დაშლიდან, სადაც მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაზიანდა, თუმცა ამ ფაქტის შესახებ ეფექტური გამოძიება და ჟურნალისტების დაშავებაში მონაწილე პირების გამოვლენა და დასჯა დღემდე არ მომხდარა", - წერს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია.

კომენტარები