ცოტნე გამსახურდია

შსს-მ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 5 პირი დააკავა

რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 5 პირი არის დაკავებული.

"შინაგან საქმეთა სამინსიტრომ ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტი გახსნა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულია 1 პირი, ხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულია 4 პირი. ამ ეტაპზე, გამოძიებით დადგენილია რომ განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულმა პირმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში გალის ქუჩაზე ცოტნე გამსახურდიას საკუთარი საცოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო მომხდარი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ პირს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით, ხოლო ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ოთხ პირს 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.", - თქვეს ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ცოტნე გამსახურდია გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 

ნეიროქირურგიული ოპერაცია, რომელიც 7 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და დღეს, 20 დეკემბერს, დილით დასრულდა, ქირურგის განცხადებით, წარმატებული იყო, მაგრამ პაციენტის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და შესაძლოა, ცოტნე გამსახურდიას თავსა და გულ-მკერდის არეში კიდევ ჩაუტარდეს ოპერაციები.

კომენტარები