საქართველოს ეროვნული ბანკი

უმხვილესი პანამელი ინვესტორი ივანიშვილია, სებ-მა პანამა ფულის გათეთრების რისკით შეაფასა

REUTERS

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოების სია განაახლა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ბრძანების მიხედვით, სიაში მოხვდა პანამის რესპუბლიკაც.

ფულის გათეთრების მაღალი რისკის მქონე სახელმწიფოების სიაში სულ 25 ქვეყანა შედის. განახლებულ სიაში აღმოჩნდა პანამა, საიდანაც მიმდინარე წლის პირველ სამ კვარტალში თითქმის, 75 მილიონი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია შემოვიდა. 

უკვე მეორე წელია ყველაზე მსხვილი პანამელი ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილის კუთვნილმა კომპანიამ, ტურიზმის განვითარების ფონდმა 2019 წლის პირველ ნახევარში 36,5 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 2018 წელს ეს მაჩვენებელი 74 მილიონი იყო. 

ტურიზმის განვითარების ფონდი 100%-იანი მესაკუთრე პანამაში რეგისტირირებული Francston Internatiol-ს, რომელიც მმართველი პარტიის თავმჯდომარეს უკუთვნის. 

ქვეყნების სია, საიდანაც ეროვნული ბანკი ფულის გათეთრების მაღალ რისკს ხედავს შემდეგნაირად გამოიყურება:

  • ავღანეთის ისლამური რესპუბლიკა;
  • ანგილია;
  • ანტიგუა და ბარბუდა;
  • ბაჰამის თანამეგობრობა;
  • ბოტსვანის რესპუბლიკა;
  • განას რესპუბლიკა;
  • დომინიკის თანამეგობრობა;
  • ეთიოპიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • თერქს-ქაიქოსის კუნძულები;
  • იემენი;
  • ირანის ისლამური რესპუბლიკა;
  • კაიმანის კუნძულები;
  • კამბოჯას სამეფო;
  • კოლუმბიის რესპუბლიკა;
  • კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა;
  • ნიგერიის ფედერალური რესპუბლიკა;
  • პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა;
  • პანამის რესპუბლიკა;
  • სეიშელის რესპუბლიკა;
  • სენტ-ვინსენტი და გრენადინები;
  • სირიის არაბთა რესპუბლიკა;
  • ტაჯიკეთის რესპუბლიკა;
  • ტრინიდადი და ტობაგოს რესპუბლიკა;
  • ტუნისის რესპუბლიკა; 
  • შრი-ლანკის დემოკრატიული სოციალისტური რესპუბლიკა.

კომენტარები