თავდასხმა ცოტნე გამსახურდიაზე

ექიმი: ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა, თუმცა სტაბილური, რჩება მართვით სუნთქვაზე

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა სტაბილური. 

"ამ დღეების განმავლობაში დინამიკა არის უცვლელი. ჰემოდინამიკური მონაცემები არის სტაბილური და არ საჭიროებს დამატებით ჩარევას"- ამბობს ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი ნიკოლოზ კვაჭაძე. 

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი, ცოტნე გამსახურდია თბილისში 19 დეკემბერს დაჭრეს. ის გულ-მკერდისა და თავის არეში ჩატარებული ორი მძიმე ოპერაციის შემდეგ რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო და საქმეზე 5 პირი დააკავა. აქედან დაკავებულ ორ პირს ბრალდება დაუმძიმდა. მათ ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით წარედგინათ. დაკავებულებიდან სამ პირს კი ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით წარედგინა. 

კომენტარები