ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია დაიწყო.
პოლიტიკოსები, მოქალაქეებთან ერთად, თავდაპირველად 6 მაისის სკვერთან შეიკრიბნენ, ამ დროისთვის კი მსვლელობით ვარდების ბაღისკენ მიემართებიან, სადაც ქართული ოცნების ოფისია.
სწორედ იქ იგეგმება სიტყვით გამოსვლები.
აქცია მშვიდობიანია და მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელით დროებითი, ტექნიკური მთავრობის მიერ.
მსვლელობის პროცესში აქციის მონაწილეები აჭარის ტელევიზიასთან გაჩერდნენ და ჟურნალისტების მიმართ სოლიდარობა გამოხატეს.
ამ საერთო მოთხოვნებზე ოპოზიცია მას შემდეგ შეთანხმდა, რაც ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის საჯაროდ დადებული პირობა არ შეასრულა და კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა, ჩააგდო.