სამთავრობო პროპაგანდა

კალაძე სამთავრობო FB გვერდებზე: FAKE NEWS-ის მთავარი იდეოლოგი ვიცით რომელი პარტიაა

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი, კახა კალაძე ფეისბუქის მიერ წაშლი ანგარიშებთან დაკავშირებით ამბობს, რომ ქართულ ოცნებას მათთან არანაირი კავშირი არ აქვს და თვითონ საერთოდ არ იცის, "რა ექაუნთებზეა საუბარი".

გარდა ამისა, კახა კალაძე აღნიშნავს, რომ FAKE NEWS-ების მთავარი იდეოლოგი ოპოზიციაა.

"ზოგადად ფეიქნიუსთან დაკავშირებით, ნუ, ამის მთავარი იდეოლოგები ვიცით ჩვენ რომელი პარტიაა და ამას ჰქვია ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები. რა თქმა უნდა, თუ ამის დარეგულირება შესაძლებელია და მოხერხდება, მე ვფიქრობ, ევროპულ ქვეყნებში, გარკვეული ცვლილებები იქნა განხორციელებული და შეგვიძლია გადმოვიტანოთ საუკეთესო მაგალითები", - თქვა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ Facebook-მა თავისი პლატფორმიდან 418 ქართული ანგარიში (39 პროფილი, 344 გვერდი, 13 ჯგუფი და 22 Instagram-ანგარიში) გააუქმა, რომლებიც ჩართულნი იყვნენ "კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში", რაც პროსახელისუფლებო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლურ ნარატივში გამოიხატებოდა. 

გავრცელებულ განცხადებაში Facebook წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზით ნიღბავდნენ, სოციალური ქსელის მიერ ჩატარებულმა გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებასთან არიან დაკავშირებულები.

კომენტარები