ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში

"ბიჭოთი ნუ მელაპარაკები, ვინაა შენი უზრდელი," - ფიზიკური დაპირისპირება თბილისის საკრებულოში

"ბიჭოთი ნუ მელაპარაკები, ვინაა შენი უზრდელი," - თბილისის საკრებულოში გარემოს დაცვის კომისიის სხდომა ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი მოითხოვდა, რომ ერეკლე კუხიანიძეს სხდომა დაეტოვებინა, რის შემდეგაც მას ფიზიკურად უმრავლესობის წევრი გიორგი დოხტურიშვილი დაუპირისპირდა. 

გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ერეკლე კუხინიძის შემცვლელლზე მსჯელობდნენ.

ერეკლე კუხიანიძეს კომისიის თავმჯდომარეობა და უმრავლესობა მას შემდეგ დაატოვებინეს, რაც ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ მისთვის მანდატის შეწყვეტა მოითხოვა, მოთხოვნის მიზეზი კი კუხიანიძის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით გაკეთებული განცხადებები იყო. 

14 დეკემბერს გამოქვეყნებულ Facebook პოსტში საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს "პროვოკატორები", "იდიოტები" უწოდა და აგინა.

კომენტარები