თბილისის მერია გეგმავს, რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე სკამების განთავსებაში 2.5 მილიონი ლარი გადაიხადოს.
20 დეკემბერს კი მერიამ უკვე გამოაცხადა ტენდერი, რომლის ღირებულებაც 1 880 969 ლარია. ჯამში მერიას 155 სკამის შეძენა სურს. გამოდის, თითო სკამის საშუალო ღირებულება 12 ათას ლარს აჭარბებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სატენდერო პირობები სპეციალურადაა მორგებული ერთ-ერთ მილანურ კომპანიაზე.
სკამების ესკიზები ასე გამოიყურება: