აშშ

2019 წელს აშშ-ის ისტორიაში მასობრივი მკვლელობების ყველაზე მეტი შემთხვევა მოხდა

მიმდინარე წელს, აშშ-ში რეკორდულად მაღალი რაოდენობის მასობრივი მკვლელობები მოხდა. associated press-ის კვლევის მიხედვით წელს აშშ-ში მასობრივი მკვლელობის 41 შემთხვევა მოხდა, ხოლო მსხვერპლთა რაოდენობა კი 211-ია. 

მასობრივად მკვლელობა მაშინ მიიჩნევა თუ დაღუპულთა რაოდენობა თავდამსხმელის გარეშე ოთხს აღემატება. ყველაზე მასშტაბური თავდასხმები წელს ვირჯინიაში და ტექსასში მოხდა. Virginia Beach-ze მომხდარი თავდასხმის დროს დაიღუპა 12, ხოლო ელ-პასოში კი 22 ადამიანი. 

კვლევის მიხედვით მასობრივი მკვლელობების ყველაზე მეტი შემთხვევა კალიფორნიაში მოხდა. 41 იდან 33 შემთხვევაში გამოყენებული იქნა ცეცხლსასროლი იარაღი. სტატისტიკას associated press-ი 2006 წლიდან აწარმოებს, თუმცა სხვა სტატისტიკების მიხედვითაც 2019 წელი რეკორდულია. 

აქამდე მასობრივი მკვლელობების ყველაზე მეტი შემთხვევა 2006 წელს დაფიქსირდა, მაშინ ესეთი შემთხვევების რაოდენობამ 38 შეადგინა. რაც შეეხება მსხვერპლს, ყველაზე მეტი ადამიანი მასობრივ მკვლელობებს 2017 წელს შეეწირა. ორი წლის წინ ოქტომბერში ლას-ვეგასში მიმდინარე ფესტივალზე თავდასხმელმა 59 ადამიანი მოკლა, რაც ისტორიაში ყველაზე დიდი მსხვერპლია, რომელიც ერთ თავდასხმას მოჰყვა. 

ამ სტატისტიკის მიუხედავად, ჯამურად მკვლელობების მაჩვენებელი კლებულობს. იარაღის ფლობის უფლება აშშ-ის კონსტიტუციის მეორე შესწორებით არის გარანტირებული. მასობრივი მკვლელობების რიცხვის ზრდის მიუხედავად, ჯერჯერობით საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით არ განხორციელებულა.

კომენტარები