სტივ ირვინის ოჯახი

სტივ ირვინის ოჯახმა 90 000 ცხოველი გადაარჩინა, მათ შორის ავსტრალიის ხანძარში დაშავებულები

სტივ ირვინის ოჯახი

ირვინების ოჯახი სტივ ირვინის მემკიდრეობას აგრძელებს, რაც ცხოველების გადარჩენასა და მათ მოვლას გულისხმობს.

ბინდი ირვინმა, სტივის ქალიშვილმა და ოჯახის სხვა წევრებმა უკვე 90 000 ცხოველზე მეტი გადაარჩინეს და მოუარეს, მათ შორის მრავლად იყვნენ ავსტრალიის ხანძრის დროს დაშავებულები.

რამდენიმე დღის წინ ირვინების ოჯახის მფლობელობაში არსებულმა ველური ბუნების საავადმყოფომ 90 000-ე პაციენტი მიიღო.

"ძალიან ბევრ გამანადგურებელ ხანძარში ასტრალიაში, ჩემი გული იმ ადამიანებთან და ველურ ბუნებასთან ერთად არის, რომლებმაც ძალიან ბევრი დაკარგეს. გვინდოდა გცოდნოდათ, რომ უსაფრთხოდ ვართ. ცეცხლი არ არის ავსტრალიის ზოოპარკის მიმდებარედ. ჩვენი ველური ბუნების საავადმყოფო კი ისეთი დაკავებულია, როგორც არასდროს - 90 000 ცხოველზე მეტს მკურნალობს. ჩემმა მშობლებმა ავსტრალიის ზოოპარკის ველური ბუნების საავადმყოფო ბებიაჩემს მიუძღვენს - ჩვენ გავაგრძელებთ ველური ბუნების მებრძოლებად ყოფნასა და იმდენი სიცოცხლის გადარჩენას, რამდესაც შევძლებთ", - წერს ბინდი ირვინი, სტივ ირვინის ქალიშვილი.

ცნობილი ტელეწამყვანი სტივ ირვინი 2006 წელს, ოკეანეში სკატის თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა.

ავსტრალია რამდენიმე თვეა, მასშტაბურ ხანძარს ებრძვის - სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა. დაიწვა მილიონობით ჰექტარი ტყის ფართობი.

განადგურდა 500 მილიონზე მეტი ცხოველი, მათ შორის კოალების პოპულაციის 30%-ზე მეტი.

კომენტარები