ბერა ივანიშვილი

“ამჟამად ვეძებ დახმარების გზებს” - ბერა ავსტრალიის ხანძრებს ეხმაურება

ბერა ივანიშვილი

ბერა ივანიშვილმა ავსტრალიის ხანძრებთან დაკავშირებით ინსტაგრამზე პოსტი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ის ამ პრობლემასთან დაკავშირებით დახმარების გზებს ეძებს.

"ჩემი ფიქრები და ლოცვები ავსტრალიის ხანძრებთანაა. ამჟამად, ვეძებ დახმარებისა და პროცესში ჩართულობის გზებს. ამის პარალელურად, მოდით გავავრცელოთ ეს ცოდნა და გააზიარეთ ჩემი პოსტი თქვენს სთორიში.

ავსტრალიის ხანძრების შედეგად მთლიანობაში 12 მილიონი აკრი მიწა დაიწვა, რაც მეტია ვიდრე კალიფორნიის, ამაზონისა და ციმბირის ხანძრების შედეგად დამწვარი ერთად აღებული ტერიტორიებისა", - წერს ბერა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბერა ხალხს გარემოს დაცვისკენ მოუწოდებს - 2019 წლის ოქტომბერში მან ამაზონის ტყისთვის 1.1 მილიონი დოლარი გადარიცხა და საზოგადოებას მოქმედებისკენ მოუწოდა.

ავსტრალიაში რამდენიმე თვეა მასშტაბური ხანძარი მძვინავრებს - სექტემბრიდან დღემდე სტიქიას 23 ადამიანი ემსხვერპლა, 1500-მდე სახლი განადგურდა. ასევე, დაიწვა მილიონობით ჰექტარის ტყის ფართობი.

კომენტარები