ჯასტინ ბიბერი

ჯასტინ ბიბერი გამოტყდა, რომ ლაიმის დაავადებით იტანჯება

0 კომენტარი
ფოტო: wjbq

ჯასტინ ბიბერმა  აღიარა, რომ ლაიმის დაავადებით იტანჯება. ინფორმაცია მან საკუთარი ინსტაგრამის დახმარებით გააზიარა. 

"ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ჯასტინ ბიბერი საშინლად გამოიყურება, ნარკოტიკებზეა შემჯდარი და ასე შემდეგ და ვერ ხვდება, რომ ამდენი ხანი ლაიმის დაავადებით ვიტანჯები, რაც ჩემს კანზე, გონების ფუნქიონირებაზე, სასიცოცხლო ძალებზე ისახება." დაწერა მომღერალმა. 

ლაიმის დაავადებას, იგივე ბორელიოზს, იწვევს ბაქტერია ბორელია ბურგდორფერი, რომელიც ყველაზე ხშირად ტკიპებს გადააქვთ. ბორელიოზი შეიძლება გამოვლინდეს დერმატოლოგიური, რევმატოიდული, ნევროლოგიური და კარდიოლოგიური პათოლოგიებით.

ჰეილი ბიბერმა ქმარს საჯაროდ დაუჭირა მხარი, მას შემდეგ რაც ინტერნეტ სივრცეში მისი განსჯა დაიწყეს. 

"მივმართავ მათ ვინც ვერ ხვდება ლაიმის დაავადების მთელ სიმძიმეს, გთხოვთ წადით და მოიძიეთ ინფორმაცია, მოუსმინეთ ადამიანებს, რომლებიც ამ სენით იტანჯებიან. იმ დაავადების დაცინვა და დაკნინება რომელზეც არაფერი იცით, არასდროსაა გამოსავალი. განათლება მიიღეთ!"

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები