დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელიზაბეტ II-ის რეზიდენცია, ბუკინგემის სასახლე, მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის გადაწყვეტილებას ეხმაურება სამეფო ტიტულებზე უარის თქმის შესახებ.
ბუკინგემის სასახლის განცხადება გუშინ, 8 იანვარს გამოქვეყნდა.
"განხილვები სასექსის ჰერცოგთან და ჰერცოგინიასთან ნაადრევ ეტაპზეა. ჩვენ გვესმის მათი ძლიერი სურვილი, რომ სურთ ჰქონდეთ განსხვავებული მიდგომა, მაგრამ ეს რთული საკითხებია და საჭიროებს დროს გასარკვევად", - წერია განცხადებაში.
BBC-ის ჟურნალისტის, ჯონი დაიმონდის ცნობით, პრინც ჰარისა და მეგან მარკლის თავიანთი გადაწყვეტილების შესახებ განცხადების გამოქვეყნებამდე სამეფო ოჯახის არც ერთი წევრისთვის არ უთქვამთ.
"BBC-მ გაიგო, რომ სამეფო ოჯახის არც ერთი წევრმა არაფერი იცოდა, სანამ პრინცმა ჰარიმ და მეგანმა თავიანთი პერსონალური განცხადება შუაღამეს არ გამოაქვეყნეს", - წერს ჟურნალისტი.
გუშინ, სასექსის ჰერცოგინიამ და პრინცმა ჰარიმ განცხადება გაავრცელეს, რომ ისინი უარს ამბობენ სამეფო ტიტულებზე და დროის გატარებას დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავენ. მათ ასევე თქვეს, რომ მუშაობენ, რათა გახდნენ ფინანსურად დამოუკიდებლები.