მურად წურწუმიას მკვლელობა

მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეორე პირს პატიმრობა შეეფარდა

Interpressnews

პროკურატურამ "დამპალოს სასაფლაოზე" 24 წლის მურად წურწუმიას მკვლელობის საქმეზე დაკავებულ მეორე პირს პატიმრობა შეუფარდა. 

დაკავებული ბრალდებას, ჯგუფურ ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას, არ ეთანხმება. 

ბრალი დაუმძიმდა ამავე საქმეზე დაკავებულ სპეცრაზმელს, ზ.ფ-ს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 117 -ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაუმძიმდა, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმოობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ასევე ძალადობის მუხლს ჯგუფური ძალადობა დაემატა. 

მოკლული მურად წურწუმია "დამპალოს სასაფლაოზე" დღეს დაკრძალეს.  

არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ, პროკურატურას მურად წურწუმიას საქმის მისთვის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს.

24 წლის წურწუმია 3 იანვარს სასაფლაოზე ნაწამები იპოვეს. ოჯახის ინფორმაციით, მურად წურწუმიას თვალი ჰქონდა ამოთხრილი და თავი - გატეხილი.

წურწუმია სასაფლაოზე ძმასთან ერთად იყო, რომელმაც გაქცევა მოახერხა. რომელმაც დანაშაული აღიარა. ასევე დაკავებულია მეორე პირიც, რომელიც დკაავებული სპეცრაზმელის მეგობარია. ბრალი მასაც ჯგუფური ძალადობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ადაზიანებისთვის აქვს წაყენებული, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.  

პროკურატურის ინფორმაციით, ვარკეთილის "დამპალოს" სასაფლაოზე კონფლიქტი, რა დროსაც, შსს-ს თანამშრომელმა 24 წლის მურად წურწუმია მოკლა, მანქანის გამო დაიწყო. საგამოძიებო უწყების ვერსიით, გარდაცვლილი და მისი ძმა ბრალდებულ ზ. ფ.-ს ავტომანქანას "მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლნენ". 

კომენტარები