ცნობილი ადამიანები

კრისტენ სტიუარტი: მე ძალიან მეშინია წყლის

Indiewire.com

კრისტენ სტიუარტმა ახალ ინტერვიუში თქვა, რომ ძალიან ეშინია წყლის და ამიტომ მისი ახალი ფილმის "Underwater"-ის გადაღებები საშინელება იყო.

"მე მართლა ძალიან მეშინია წყლის", - თქვა მსახიობმა Us Weekly-სთან.

სტიუარტმა ინტერვიუში ასევე თქვა, რომ გასაკვირია ამ ფილმში თამაშს რომ დათანხმდა.

"არასდროს გამიკეთებია ისეთი რამ, რაც ძალიან მარტივი და სუპერ კონფორტული იქნებოდა. ამიტომ, ეს ქმნის წარმოდგენას რომ მე ავირჩიე ეს [ამ ფილმში თამაში]. სიმართლე რომ ვთქვათ, უცნაურია ამ ფილმში რომ ვითამაშე, ძალიან უცნაური", - თქვა მსახიობმა.

ფილმში "Underwater" ძლიერი მიწისძვრა მოხდება და 6 ადამიანი წყალქვეშა კვლევის ცენტრში აღმოჩნდება. მათ ამ ადგილს თავი უნდა დააღწიონ და წყლის მითიური მონსტრების თავდასხმები მოიგერიონ.

"ეს არ იყო მხიარულება, მეზიზღებოდა. როგორც წესი, ამის თქმის უფლება არ მაქვს, იმიტომ რომ კარგ მხარეებს მაინც გამოყოფ ხოლმე. ეს საშინელებათა ფილმი იყო, საშინელება იყო. მთელი დროის განმავლობაში მეშინოდა", - თქვა მსახიობმა.

კომენტარები