ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა

მუქარაში ბრალდებულ მღვდელს, რომელსაც ყოფილი ცოლი ძალადობაშიც ადანაშაულებს, გირაო შეეფარდა

ინტერპრესნიუსი

მუქარაში ბრალდებულ სასულიერო პირს, ლაშა ჩიქოვანს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

​შესაბამისი შუამდგომლობა ბრალდების მხარემ, პროკურატურამ დააყენა.

მღვდელს ყოფილი ცოლი, ნინო გორგოშიძე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. მას პროკურატურამ ბრალი მუქარის მუხლით წარუდგინა.

ლაშა ჩიქოვანი სვანეთის უბანში ტაძრის წინამძღვარია.

კომენტარები