ვულკანის ამოფრქვევა

ფილიპინებზე ვულკანმა ტაალმა ამოფრქვევა დაიწყო

BBC

ფილიპინებზე ვულკანიდან ტაალი ლავა მოედინება.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ უახლოეს საათებში ან დღეებში საშიში ამოფრქვევაა მოსალოდნელი.

ვულკან ტაალიდან ლავის თხელმა ფენამ დინება რამდენიმე საათის წინ დაიწყო. ამას წინ უძღოდა ფერფლის ამოტყორცნა.

მიმდებარე ტერიტორიიდან ევაკუირებულია 8 000 ადამიანი.

გასული ღამის განმავლობაში დაფიქსირდა 75-მდე ვულკანური მიწისქვეშა ბიძგი.

ვულკანი ტაალი დედაქალაქ მანილადან სამხრეთით, 70 კილომეტრში მდებარეობს. ის ერთ-ერთი ყველაზე პატარა ვულკანია მსოფლიოში.

ამასთან, ტაალი ფილიპინებზე ზომით მეორე აქტიური ვულკანია.

ბოლო 450 წელიწადში ის, სულ მცირე, 34-ჯერ ამოიფრქვა.

კომენტარები